კომპანიის შესახებ

კომპანია "ჩემი სახლი" დაარსდა 2014 წლის 15 ოქტომბერს. მისი დამფუძნებლები არიან დავით კანკავა და ივლიტა ლალიაშვილი ხოლო დირექტორი ზურაბ ლალიაშვილი. კომპანია "ჩემი სახლი"-ს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესრულება უახლესი, თანამედროვე მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. კომპანიის ხელმძღვანელობას და პერსონალს აქვს დიდი გამოცდილება ბიზნესის მართვასა და საამშენებლო საქმიანობაში. კომპანია "ჩემ სახლს" ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი საშენი მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენთვის ფასეულია კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მაღალხარისხიანი, მყუდრო და ამავდროულად ხელმისაწვდომი ბინები, აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

ჩვენი მისია

ჩვენი მისიაა ნებისმიერი სირთულის პროექტისა და სამშენებლო სამუშაოს პრფესიონალურ დონეზე შესრულება, ქალაქის იერსახის შენარჩუნება და ამავე დროს ქვეყნის ურბანული განვითარებისათვის ხელის შეწყობა, კომპანია "ჩემი სახლი" ადამიანებისთვის გაიგივებულ იქნას კომფორტულ და მყუდრო გარემოსთან.

ჩვენი მიზანი

კომპანიის უპირველესი მიზანია განიმტკიცოს მოწინავე პოზიციები მის საქმიანობაში. გახდეს ლიდერი ქვეყნის ბინათმშენებლობის ბაზარზე.