ს.ს. "საქართველოს ბანკსა" და სამშენებლო კომპანია "ჩემ სახლს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება


2016 წლის 11 თებერვალს ს.ს. "საქართველოს ბანკსა" და სამშენებლო კომპანია "ჩემ სახლს" შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს სამშენებლო კომპანია "ჩემი სახლი" თავდებით ბანკის მიერ თანამონაწილეობით იპოთეკური სესხების გაცემას, მსესხლებლის მიერ შემოსავლების დადასტურების გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობით.

აღნიშნული შეთავაზებით ს.ს. "საქართველოს ბანკი" და სამშენებლო კომპანია "ჩემი სახლი" მაქსიმალურად მორგებულს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებელთათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ ბინა სამშენებლო კომპანია "ჩემ სახლში".


სესხის პირობები დამოკიდებულია მომხმარებელზე

  • შემოსავლების დადასტურებით - თანამონაწილეობა 10%დან.
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე, - მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ,თანამონაწილეობა 30%დან.
  • საპროცენტო განაკვეთი ბინის ჩაბარებამდე - წლიური 6%.
  • საპროცენტო განაკვეთი ბინის ჩაბარების შემდგომ: შემოსავლების დადასტურებით - წლიური 8% დან.
  • შემოსავლების დადასტურების გარეშე - წლიური 11.5% მდე.