კომპლექსი “შმიდტი/საირმე” 2015 წლის 15 აგვისტოდან შენდება ქ. თბილისის ბურძგლას (ყოფ. შმიდტი) ქუჩასა და საირმის ქუჩას შორის არსებულ 1696 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, შედგება ორი რვასართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლისგან და მიწისქვეშა ორსართულიანი ავტოსადგომისგან. ამ საცხოვრებელ კომპლექსს ექნება საკუთარი იზოლირებული გამწვანებული ეზო საბავშვო გასართობი ზონითა და კეთილმოწყობილი ზონით.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას ვიყენებთ ე.წ. დათფუნების სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა ზამთრის სეზონში შენარჩუნებულ იქნას 20%-30% მეტი სითბო, ხოლო ზაფხულში 20%-30% სიგრილე. ხის ფაქტურის მქონე მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კი, კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს მიანიჭებს თქვენს ბინას. შენობები აღჭურვილი იქნება ევროპული სტანდარტის ლიფტებით. სადარბაზოები მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის ქვის მასალით, ხოლო ფასადები მოპირკეთდება მიუნხენის ლესვით.
ბინები ბარდება ე.წ თეთრკარკასულ მდგომარეობაში (იატაკის მოჭიმვა, გალესილი კედლები, ელექტრო ჩამრთველების მონტაჟი). ტიხრების მოწყობა და ოთახების დაგეგმარება გაკეთდება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, ასევე ვანხორციელებთ ცენტრალური გათბობის სისტემის მილების მონტაჟს იატაკში.
კომპლექსი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხისპანდუსებით, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ თქვენთვის მაღალი ხარისხი დაშეგიქმნად მყუდრო გარემო თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.