ჩემი სახლი წინამძღვრიშვილზე

ყველაფერი თქვენი კომფორტისთვის

მთავარი

ჩვენ შესახებ

დეველოპერული კომპანია “ჩემი სახლი” როგორც ბრენდი 2014 წლიდან დაარსდა და მას შემდეგ არა ერთი წარმატებული პროექტი განახორციელა საქართველოს ბაზარზე.

კომპანიის ხელმძღვანელობას და პერსონალს აქვს დიდი გამოცდილება დეველოპერული მიმართულებით. მისი დამფუძნებლები არიან დავით კანკავა და ივლიტა ლალიაშვილი. ხოლო დირექტორი ზურაბ ლალიაშვილი. კომპანიას ყავს მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი საშენი მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.

მთავარი

ჩემი სახლი წინამძღვრიშვილზე

მიმდინარე

სიახლეები

პროექტის შესახებ

მისამართი: წინამძღვრიშვილის ქუჩა N: 111

ბუტიკური სტილის საცხოვრებელი სახლი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, დახვეწილი დიზაინი, ძველი და ახალი სტილის სინთეზი, სრულიად შეესაბამება ძველი თბილისის ანტიკვარულ იერსახეს და ამავე დროს ქმნის დახვეწილ, კონფორტულ და ელიტურ ატმოსფეროს.

საცხოვრებელი სახლი მოიცავს 4 სართულს, მე-4-ე სართულზე განთავსებულია ორი პენთჰაუსის ტიპის ბინა. შენობაში წარმოდგენილია პარკინგის სივრცე.

შენობის სადარბაზო მოპირკეთებულია უმაღლესი ხარისხის მასალით, ეზოში ხენარგავებით. აღჭურვილია ლიფტით, შშმ პირებისათვის ყველა საჭირო მექანიზმით.

კომპლექსი “შმიდტი/საირმე” 2015 წლის 15 აგვისტოდან შენდება ქ. თბილისის ბურძგლას (ყოფ. შმიდტი) ქუჩასა და საირმის ქუჩას შორის არსებულ 1696 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, შედგება ორი რვასართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლისგან და მიწისქვეშა ორსართულიანი ავტოსადგომისგან. ამ საცხოვრებელ კომპლექსს ექნება საკუთარი იზოლირებული გამწვანებული ეზო საბავშვო გასართობი ზონითა და კეთილმოწყობილი ზონით. 

აღსანიშნავია, რომ  მშენებლობისას ვიყენებთ ე.წ. დათფუნების სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა  ზამთრის სეზონში შენარჩუნებულ იქნას 20%-30% მეტი სითბო, ხოლო ზაფხულში 20%-30%  სიგრილე. ხის ფაქტურის მქონე მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კი, კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს მიანიჭებს თქვენს ბინას. შენობები აღჭურვილი იქნება ევროპული სტანდარტის ლიფტებით.  სადარბაზოები მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის ქვის მასალით, ხოლო ფასადები მოპირკეთდება მიუნხენის ლესვით.

ბინები ბარდება ე.წ თეთრკარკასულ მდგომარეობაში (იატაკის მოჭიმვა, გალესილი კედლები, ელექტრო ჩამრთველების მონტაჟი). ტიხრების მოწყობა და ოთახების დაგეგმარება გაკეთდება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, ასევე ვანხორციელებთ ცენტრალური გათბობის სისტემის მილების მონტაჟს იატაკში.

კომპლექსი აღჭურვილი იქნება უმაღლესი ხარისხისპანდუსებით, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ თქვენთვის მაღალი ხარისხი დაშეგიქმნად მყუდრო გარემო თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.