სუბსიდირების პროგრამა

სუბსიდირების პროგრამა

ბინის შეძენა სასიხარულოსთან ერთად ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯია ადამიანების ცხოვრებაში, შესაბამისად ყველა დეტალი გასათვალისწინებელია იქნება ეს მყუდრო გარემო, პრესტიჟული დასახლება თუ გადახდის პირობები. დღესღეობით ყველაზე აქტუალური კითხვაა რა არის სუბსიდირების პროგრამა და როგორ შეგვიძლია ჩავერთოთ მასში?! ამ და სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენი ვალდებულებაა. ასე რომ ყურადღებით გაეცანით ჩვენს სტატიას და გაიგეთ მეტი პროგრამის შესახებ.


რას ნიშნავს სუბსიდირების პროგრამა?

ეს გახლავთ მთავრობის მიერ წარმოდგენილი უძრავი ქონების შესაძენად განკუთვნილი ხელშეწობის პროგრამა. რაც გულისხმობს იმას რომ ახალაშენებული ბინის შეძენის შემთხვევაში, სახელმწიფო დაასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს. ამასთან, სუბსიდია გაგრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში. პროგრამა გავრცელდება ეროვნულ ვალუტაში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე.


როგორ არის შესაძლებელი იპოთეკურ სესხზე მთავრობის 4%-იანი სუბსიდირებით სარგებლობა?

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ დეველოპერულ კომპანიასა და მომსახურე ბანკს, დღესდღეობით სუბსიდირების პროგრამაში საქართველოში არსებული ყველა მსხილი ბანკი არის ჩართული. კონკრეტული უძრავი ქონების ღირებულებასთან და სესხის პირობებთან დაკავშირებულ დეტალებს კი მომხმარებლებს ბანკები და დეველოპერები ინდივიდუალურად გააცნობენ.

როდემდე არის შესაძლებელი სუბსიდირებით სარგებლობა?

იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირებით სარგებლობა წლის ბოლომდეა შესაძლებელი.

რა არის საჭირო პროგრამაში მონაწილეობისთვის?

პროგრამაში მონაწილეობისა და სუბსიდიის მისაღებად, იპოთეკური სესხი ფიზიკურ პირზე უნდა გაიცეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე. და იგი არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს . იპოთეკური სესხის მიზნობრიობა უნდა იყოს სამშენებლო ან დეველოპერულ კომპანიაში საცხოვრებელი ბინის შეძენა.

როდის წყვეტს სახელმწიფო სუფსიდირებას?

სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);