კომპლექსი “შმიდტი/საირმე” 2015 წლის 15 აგვისტოდან აშენებს . თბილისის ბურძგლას (ყოფ. შმიდტი) ქუჩასა და საირმის ქუჩას შორის არსებულ 1696 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, საცხოვრებელი კომპლექსი შედგება ორი რვასართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლისგან და მიწისქვეშა ორსართულიანი ავტოსადგომისგან. ამ საცხოვრებელ კომპლექსს აქვს საკუთარი იზოლირებული გამწვანებული ეზო საბავშვო გასართობი ზონითა და კეთილმოწყობილი ზონით.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას ვიყენებთ ე.წ. დათფუნების სისტემას, რომელიც საშუალებას იძლევა ზამთრის სეზონში შენარჩუნებულ იქნას 20%-30% მეტი სითბო, ხოლო ზაფხულში 20%-30% სიგრილე.
ხის ფაქტურის მქონე მეტალოპლასტმასის კარფანჯარა კი, კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს მიანიჭებს თქვენს ბინას. შენობები აღჭურვილია ევროპული სტანდარტის ლიფტებით. სადარბაზოები მოპირკეთდება უმაღლესი ხარისხის ქვის მასალით, ხოლო ფასადი მიუნხენის ლესვით.
ბინები ბარდება ე.წ თეთრკარკასულ მდგომარეობაში (იატაკის მოჭიმვა, გალესილი კედლები, ელექტრო ჩამრთველების მონტაჟი). ტიხრების მოწყობა და ოთახების დაგეგმარება კეთდება მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, ასევე ვანხორციელებთ ცენტრალური გათბობის სისტემის მილების მონტაჟს იატაკში.
კომპლექსი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის პანდუსებით, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.
ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ თქვენთვის მაღალი ხარისხი და შეგიქმნად მყუდრო გარემო თქვენი ბედნიერი ცხოვრებისთვის.