ლოფტის სტილი

ლოფტის სტილი

ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელია დიდი სივრცეები და მინიმალური ტიხრები. ესაა თავისუფალი ადამიანებისთვის შექმნილი სტილი, რომელიც უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე ბინების ინტერიერის დიზაინში. ლოფტის სტილი სათავეს 40-იანი წლებიდან, კონკრეტულად კი ამერიკიდან იღებს.

ეს სტილი უკავშრდება იმდროინდელი ფაბრიკების მასიურ დახურვას, რის გამოც ბინების გაქირავების ფასმა საგრძნობლად შემცირდა. მსგავსი თავისუფალი სივრცეები კი განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. მისი უპირატესობა ერთ სივრცეში საცხოვრებელი ადგილისა და სახელოსნოს ქონა გახდა. დროთა განმავლობაში, ლოფტის სტილის ბინების პოპულარობის ზრდასთან ერთად მისი ფასიც მოიმატა და დღეისათვის იგი ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ძვირადღირებული სტილია.

ლოფტის დიზაინის მამოძრავებელი ძალაა: ბევრი სინათლე და ფანჯარა, დიდი სივრცე, ტიხრების მინიმალური რაოდენობა და ასევე მაღალი ჭერი.

თახების გაცალკევებისთვის ძირითადად იყენებენ ხელოვნური ქვითა და ბეტონით დამზადებულ სვეტებს, გამჭვირვალე თაროებს, მინის ბლოკებს დ.ა.შ

ლოფტის კედლები გალესვას არ საჭიროებს, იატაკი კი ბეტონისაა. თუმცა ხშირად გამოიყენება ხის, ლამინატის, კერამიკული ფილების, ხელოვნური ქვისა და სხვადასხვა მასალებით შექმნილი იატაკებიც. ინტერიერში ჭერს თითქმის, მთავარი როლი ენიჭება, მას ამზადებენ ქვის სვეტებით და სავენტილაციო მილებით.

რაც შეეხება განათებას, ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელია მეტალის ჩარჩოს ჭაღები, მინის დეკორაციებით. პატარა ფართის შემთხვევაში კი LED განათების გამოყენებაა შესაძლებელი.

ინტერიერის დიზაინში შეგიძლიათ გამოიყენოთ გრაფიტის დეკორატიურლი ნივთები, აბსტრაქტული ნახატები, დეკორატიული ბალიშები, სხვადასხვა ფიგურები, სურათები და სხვა. აქ ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. 

ლოფტის სტილის რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

ბოჰემური – სადაც დეკორაციები და აქსესუარები ორიგინალურად და კრეატიულად არის შერჩეული.

გლამურული – რომელიც სიფერადით, სარკეებითა და სხვადასხვა ფორმის სანათებით იქმნება.

ინდუსტრიული – რომელიც იქმნება სავენტილაციო მილებით, მეტალის კონსტრუქციებით და სხვადასხვა ფორმის ავეჯით.

ლოფტის სტილი